Tuesday 9 October 2007

ხანძარმა საბერძნეთის მეღვინეობაც დააზარალა

საბერძნეთში მთელ ზაფხულს მძვინვარე ხანძარმა დიდი მსხვერპლი მოიტანა: უამრავი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ქვეყნის ფლორა და ფაუნა. სტიქიური უბედურება მეღვინეობაზეც იმოქმედებს.
პელოპონესის ნახევარკუნძული, რომელიც ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, ერთ-ერთი მთავარი ღვინისმწარმოებელი რეგიონია. ატიკის და მთელი საბერძნეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აპელასიონ ნემეას ხანძარი ნაკლებად შეეხო. "ჩვენ ქარის მიმართულების ცვლის გამო გადავრჩით" - აცხადებს ადგილობრივი მეღვინე კოსტას მიტრაველა. თუმცა საბერძნეთის წამყვან ღვინის ექსპერტს, Master of Wine-ს ტიტულის მფლობელს კონსტანტინოს ლაზარაკისს მიაჩნია, რომ იმ ადგილებზე, რომელსაც ხანძარმა პირდაპირი დარტყმა არ მიაყენა, კვამლი მოსავლის დიდ ნაწილს მაინც გაანადგურებდა. მსგავსი შემთხვევა უკვე იყო ავსტრალიაში 2003 წელს.

© „მარანი“

No comments: