Tuesday 9 October 2007

ძეგლი მორავიის ღვინოს

მორავიის ქალაქ ნოვე ვსიში ძეგლი დაუდგეს ღვინოს Cabernet Moravia. სასმელი 1975 წლიდან მზადდება ყურძნის განსაკუთრებული სახეობისგან, რომელის ადგილობრივმა სელექციონერებმა მიიღეს კაბერნე-ფრანის და ცვაიგელტრებეს შეჯვარებით.
ამ პოპულარული ჩეხური ღვინის ავტორი გახლდათ ლუბომირ გლოსი. 74 წლის მოხუცი დღესაც აქტიურ პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა და ოცნებობს ყურძნის ყინვაგამძლე ჯიშის გამოყვანაზე, რაც ძალზე გამოადგებოდათ ჩრდილოეთ ჩეხეთის მეღვინეებს.

© „მარანი“

No comments: