Monday 22 October 2007

ჭარბწარმოების კრიზისი ჩილეში


ჩილეს მევენახეები მწვავე კრიზისს განიცდიან, რაც ჭარბი მოსავლითაა გამოწვეული. ბოლო წლებში ქვეყანაში ყურძნის არნახული მოსავალი მოდის, რის გამოც ყურძენზე ფასები საგრძნობლად კლებულობს. ვარაუდობენ, რომ ამ წელს მევენახეები კილოგრამ ყურძენზე ოთხჯერ ნაკლებ თანხას მიიღებენ გასულ წელთან შედარებით.
ჩილე ლათინურ ამერიკაში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია. კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ მთავრობამ ფერმერები აიძულა 5 ათასი ჰექტარი ვენახი გაენადგურებინათ, კომპენსაციის სახით კი სულ 14 მლნ დოლარი გადაუხადა.
© „მარანი“

No comments: