Sunday 21 October 2007

მოლდოვა ვაზის ჰიბრიდული ჯიშების წინააღმდეგ


მოლდოვა უარს ამბობს ვაზის ჰიბრიდული ჯიშების მოყვანასა და მათ საღვინედ გამოყენებაზე. ამის შესახებ აგროსამრეწველო სააგენტო Moldova-Vin-ის პროდუქციის ანალიზის, პროგნოზისა და განვითარების სამმართველოს უფროსმა, იურიე მუდრიამ განაცხადა.
ვაზის ჰიბრიდული ჯიშები ქვეყანაში 200 წლის წინ შეიტანეს, რადგან მათ ფილოქსერა არ ეტანება. თუმცა ასეთი ყურძნისგან დაწურული ღვინო ხარისხით არ გამოირჩევა და მალე ალბათ ბაზარზეც აღარ გაიყიდება.
ამერიკული ჯიში, იზაბელა ბუნებრივი ჰიბრიდია (Vitis labrusca და Vitis vinifera). ეს ჯიში საკმაოდ გავრცელდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, კრასნოდარის მხარე). იზაბელა კარგად უმკლავდება ფილოქსერას და სოკოს დაავადებებს, ყინვაგამძლეა და უხვმოსავლიანი. Vitis labrusca და ჰიბრიდული ჯიშები, მაგ. კონკორდი, დიდი ხანია აღარ გამოიყენება ამერიკის ღვინის წარმოებაში. სავარაუდოდ, იზაბელაც მალე გაქრება საერთაშორისო ბაზრებიდან.


© „მარანი“

No comments: