Sunday 21 October 2007

რუსულმა ემბარგომ "აფხაზეთის ღვინოები და წყლები" სამი მილიონი დოლარით აზარალა

რუსული ემბარგოს შედეგად აფხაზურმა კომპანიამ ~აფხაზეთის ღვინოები და წყლები~ სამი მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის საიტი იუწყება. ~ზარალის ზუსტი ოდენობა, რომელიც კომპანიამ განიცადა, ჯერ კიდევ დასათვლელია. თუმცა 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ჩვენ ფაქტობრივად, ბანკროტის მდგომარეობაში ვართ~,-განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი აჩბამ. მისივე თქმით, გადასახადებისგან გათავისუფლების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონი რუბლის კრედიტის გამოყოფის მიუხედავად, ~აფხაზეთის ღვინოების და წყლების~ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. აჩბას ვარაუდით, კომპანიას მუშაობის ძველი დინამიკის აღსადგენად, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტმა კი რუსეთში ღვინის გატანის აკრძალვის გამო ორი მილიონი დოლარი იზარალა.რუსეთში აფხაზეთში წარმოებული ღვინის შეტანა გასული წლის შემოდგომაზე აიკრძალა. აფხაზური ღვინო რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს გადაწყვეტილებით, რუსულ ბაზარზე ოფიციალურად ორი დღის წინ დაუშვეს.

No comments: