Sunday 21 October 2007

ღვინისგან დამზადებული ტანისამოსი


ახალგაზრდა მკვლევარებმა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან ჩვეულებრივი ყურძნის ღვინო ტანსაცმლის მასალის მისაღებად გამოიყენეს. ღვინოს აქვს უნარი მეორედ დუღილისას გაიკეთოს აპკი - მიკროორგანიზმებისგან წარმოშობილი ცელულოზა. ამ აპკისთვის კაბის ფორმა რომ მიეცათ, ექსპერიმენტატორებმა ადამიანის ზომის გასაბერი თოჯინა გამოიყენეს. როდესაც აპკი გაშრა, თოჯინა დაფუშეს. გამოვიდა კაბა, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ტანსაცმელს მოგვაგონებს. მისი ტარება შესაძლებელია, თუმცა ერთი ნაკლი აქვს - აუცილებლად ნესტიანი უნდა იყოს. როცა შრება, ადვილად იხევა. ამას გარდა, ბაქტერიებისგან წარმოქმნილი ცელულოზის ბოჭკოები, ბამბის ბოჭკოებისგან განსხვავებით, ძალიან მოკლეა. მაგრამ ჯგუფი უკვე განიხილავს შესაძლებლობებს, თუ როგორ გაზარდოს ცელულოზის ბოჭკოები. ბოჭკოები თუ გაიზარდა, ქსოვილი უფრო გამძლე და ტანსაცმელიც არა "ნაკუწ-ნაკუწა" იქნება, არამედ - მთლიანი.
გამომგონებლები აპირებენ ექსპერიმენტი სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც გამოსცადონ, პირველ რიგში - ლუდზე.

© „მარანი“

No comments: