Saturday 2 February 2008

უნგრული შამპანური 125 წლისაა


125 წლის წინ, 1882 წელს საფრანგეთიდან ჩამოსულმა იოჟეფ ტორლეიმ ბუდაფოკში შამპანურის ფაბრიკა გახსნა. მან შეიძინა Savoyai-ს ოჯახის მამულები და სასახლის სარდაფში დაიწყო ფრანგული ტექნოლოგიით ფრანგ სპეციალისტებთან ერთად უნგრული ყურძნის ჯიშებიდან შამპანურის დამზადება.
XIX-XX საკუნეებში ქარხანა ცქრიალა ღვინოების დამზადებით ერთ-ერთ თანამედროვე საწარმოდ ითვლებოდა ევროპაში. ტორლეის ცქრიალა ღვინოებმა ისეთ მაღალ ხარისხს მიაღწია, რომ საწარმოს მიენიჭა "იმპერატორისა და სამეფო კარის მიმწოდებლის" წოდება და მას უნგრული ღვინის ინდუსტრიის სიამაყედ თვლიდნენ.
ტორლეის (Törley) შამპანური დღესაც ცნობილია მთელ მსოფლიოში - ამერიკიდან ავსტრალიამდე.
ა.წ. 14 დეკემბრიდან 2008 წლის 9 მარტის ჩათვლით სავაჭრო მუზეუმში ტარდება ტორლეის შამპანურის დღეები, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ შამპანურის წარმოების ისტორიას და, აგრეთვე, დააგემოვნონ ამ ცნობილი შამპანურის საუკეთესო სახეობები.

© „მარანი“

No comments: