Saturday 2 February 2008

ამერიკელებს ღვინო შეუყვარდათ


ლუდისმოყვარე ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ამ ბოლო დროს ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამერიკელები უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ. ეს მონაცემები, გამოკითხვების შედეგად, გამოაქვეყნა კომპანია ACNIELSEN-მა.
გამოკვლევების თანახმად, ამერიკაში ლუდზე მოთხოვნილება ახალგაზრდებს შორის 58%-დან 47%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელს უკვე 26-27% ირჩევს.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მოყვარულთა შორის, 51% წითელ ღვინოს ირჩევს, განსაკუთრებით კაბერნე სოვინიონსა და პინო ნუარს. ხოლო თეთრი ღვინოების მოყვარულები გამოარჩევენ შარდონეს, სოვინიონ ბლანსა და რისლინგს.

No comments: