Sunday 3 February 2008

ბუდვარი ახალ ლუდს ყიდის


ბუდევიცეს ბუდვარი დანიური ლუდის - "კარლსბერგის" გაყიდვას იწყებს. ეს ლუდი ძირითადად მაღალი კლასის რესტორნებში გაიყიდება. ლუდი კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ მარკებს, როგორიცაა "ჰეინეკენი" და "სტელა არტუა". ერთი 0,33-ლიტრიანი ბოთლის ფასი მაღაზიაში 40 კრონი იქნება, ბარებში კი ნახევარი ლიტრი ორჯერ ნაკლები ეღირება.
დანიელები "კარლსბერგს" პოლონეთში ხარშავენ. ბუდვარს ამ სასმელის გაყიდვის მონოპოლია ჩეხეთშიც ექნება.
"კარლსბერგი", გაჯერებული ოდნავ მოტკბო-მომწარო გემოთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდია, რომელიც 150 ქვეყანაში იყიდება.

© „მარანი“

No comments: