Tuesday 19 February 2008

Budweiser Budvar - მსოფლიოში საუკეთესო ლუდი


ბრიტანულ ჟურნალში Beers of the World ბუდეევიცეს (ჩეხეთი) ლუდის ქარხნის მუქი ლუდი Budweiser Budvar მსოფლიოში საუკეთესო ლაგერად (World’s Best Lager) დასახელდა. ქარხნის წარმომადგენლის თქმით, მოთხოვნილება სწრაფად იზრდება სწორედ მუქ Budweiser Budvar-ზე. 2006 წელს 20 ათასი ჰექტოლიტრი Budweiser Budvar-ი გამოუშვეს - წინა წელთან შედარებით 56%-ით მეტი. ლუდი იგზავნება მსოფლიოს 13 ქვეყანაში. შარშან დიდ ბრიტანეთში გაიყიდა დაახლოებით 2 ათასი ჰექტოლიტრი.
ამ კონკურსში ჩეხურმა ლუდმა სერიოზულ კონკურენციას გაუძლო. კონკურსი ჩატარდა 5 ნომინაციაში: ლაგერი, ელი, პორტერი, ხორბლის ლუდი და განსაკუთრებული ლუდი.


© „მარანი“


1 comment:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.