Monday 4 February 2008

The Chivas Brothers-ის ახალი ვისკი


The Chivas Brothers ახალი ელიტური შოტლანდიური ვისკის - Royal Salute The Hundred Cask Selection - მესამე კუპაჟის გამოშვებას გეგმავს. ასეთი სერიის შესაქმნელად კომპანიამ მთელ შოტლანდიაში 100 ყველაზე ძველი უმაღლესი ხარისხის ვისკის კასრი შეარჩია. როგორც კუპაჟების დიდოსტატმა კოლინ სკოტმა აღნიშნა, მხოლოდ სამი სახის კასრი დასჭირდათ იმისათვის, რომ მიეღოთ შესანიშნავი გემო და მრავალფეროვნება.
გასაყიდად გამოვა მხოლოდ 25926 ფაიფურის ბოთლი ინდივიდუალური ნომრით, ძირითადად კოლექციონერებისა და ვისკის ნამდვილი დამფასებლებისათვის.

© „მარანი“

No comments: