Sunday 3 February 2008

ლუდი ქალებისათვის


საზაფხულოდ სამხრეთ ჩეხეთში სტაროკონიცის ლუდსახარში, რომელიც 1649 წლიდან არსებობს, რამდენიმე სახის ახალ ლუდს გვთავაზობს. ეს არის მუქი 12 %-იანი, მაგარი 16 %-იანი და უალკოჰოლო ლუდი - 0,33 ლიტრიან ბოთლებში. ივნისის ბოლოს გასაყიდად გამოვიდა აგრეთვე 14 %-იანი ლუდი Velkoprevor. ყველა ეს არაპასტერიზებული ლუდებია, მათ დასამზადებლად გამოიყენება არა სვიის მარცვალი, არამედ - ნამდვილი სვია. კიდევ ერთი სიახლე - ლუდი Samp ("შამპანური"), სპეციალურად ქალებისათვის. ეს მოტკბო სასმელი, ბალახების სასიამოვნო სურნელით, 11 %-იანია და დამზადებულია შამპანური ღვინოების ტექნოლოგიით.

© „მარანი“

No comments: