Tuesday 12 February 2008

უნგრული ღვინო პირველია


უნგრელი მეღვინეები აპირებენ ფრანგულ ბოჟოლე ნუვოს წლის პირველი ახალგაზრდა ღვინის ტიტულში შეედავონ. ამ ტიტულის პრეტენზია აქვს კომპანია Varga Pinceszet-ის მიერ წარმოებულ ღვინოს Csabagyongye. ეს სასმელი ყველაზე ადრე მწიფებადი ევროპული ჯიშისგან, Csabagyongye-სგან მზადდება. უკვე ჩამოსხმულია ამ ღვინის 150 ათასი ბოთლი და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, Csabagyongye-ს გინესის წიგნში მოხვედრა გარანტირებული აქვს, რადგან აქამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე აგვისტოში ჯერ არც ერთი ახალგაზრდა ღვინო არ ჩამოუსხამთ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იტალიური ღვინოების გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში იწყება, ისევე, როგორც ფრანგული ბოჟოლესი.

© „მარანი“

No comments: