Monday 18 February 2008

ლუდის აბაზანები ტურისტებისათვის


იაპონიაში, ტოკიოდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს კურორტი ხაკონა, სადაც ტურისტებს ერთი თვეა რაც ე.წ. "ლუდის აბაზანებით" (beer spa) მასპინძლობენ - დიდ აბაზანებში წყალს სვიისა და ქერის ქაფს და არომატს უმატებენ. ხოლო მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ლუდი, დღეში სამჯერ ლუდის კათხის ფორმის აუზს ავსებენ ნამდვილი ლუდით. იაპონელები ფიქრობენ, რომ ლუდი არა მარტო სასიამოვნო და სასარგებლო სასმელია, არამედ იგი ასუფთავებს და ამშვიდებს სხეულს.
კურორტზე აბაზანები მარტო ლუდის მოყვარულთათვის არ არის. აქ ყოველ წელს ზეიმობენ "ბოჟოლე ნუვოს” ახალ ჩამოსხმას და ღია ცის ქვეშ აუზს ამ ახალი ღვინით ავსებენ. ამას გარდა, აქ არის იაპონური საკეს და, აგრეთვე, ჩაისა და ყავის აბაზანები - სპეციალურად არამსმელებისათვის.
აღსანიშნავია, რომ "ლუდის აბაზანები" ევროპისა და ამერიკის ზოგიერთ კურორტებზეც გვხვდება.

© „მარანი“

No comments: