Wednesday 13 February 2008

ჩეხური ლუდი გაძვირდება


ჩეხური ლუდის ფასი უკვე წლის ბოლომდე მოიმატებს - იუწყებიან ლუდისმხარშველები. მიზეზი ცხელი ამინდები და ქერის ცუდი მოსავალია (ქერი სასმელის მთავარ ნედლეულს წარმოადგენს). წელს ჩეხეთში მხოლოდ 1,3 მლნ ტონა ქერი აიღეს, შარშანდელი მოსავალი კი 1,5 მლნ ტონას შეადგენდა. ჩეხეთის ლუდისმხარშველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფასები ლუდზე 4-6%-ით გაიზრდება. ეს ზრდა ბევრად აღემატება ლუდის ფასის ყოველწლიურ 2-3%-იან ზრდას. თუმცა ქერის ფასთან შედარებით ეს 4-6% ბევრი არაფერია. ქერის ზოგიერთი სახეობის ფასმა 50%-ით მოიმატა. მოსავლის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ, ძირითადად გერმანიაში გააქვთ და იქ კიდევ უფრო ძვირად ჰყიდიან. გერმანიაში 1 ტონა ქერის ფასი იანვრიდან ივლისამდე 50 ევროდან - 260 ევრომდე გაიზარდა.
© „მარანი“

No comments: