Tuesday 19 February 2008

ლუდი მეხსიერებას აუმჯობესებს


ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელის (მაგ. ლუდის) სისტემატიური გამოყენება მეხსიერებას აუმჯობესებს.
ეს დასკვნები ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მეგი კალევმა და მეთიუ დიურინგმა ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე მიიღეს. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ ის მღრღნელები, რომლებიც რვა კვირის განმავლობაში სისტემატურად ღებულობდნენ საკვებში შერეულ ალკოჰოლის მცირე დოზებს, გამოირჩეოდნენ უკეთესი მეხსიერებით და ახალი საგნების სწრაფი აღქმის უნარით.

© „მარანი“

No comments: