Sunday 10 February 2008

ლუდსახარში კრშივოკლატის ციხე-დარბაზში


ჩეხეთის ცენტრალური მხარის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში, კრშივოკლატის ციხეში ლუდსახარში კვლავ გაიხსნება. ციხე-დარბაზის ლუდი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი. ის ძალიან გემრიელ წყალზე მზადდებოდა. 1951 წლის 1 ოქტომბერს ლუდის წარმოება შეწყდა.
განახლებული ლუდსახარში განთავსდება ლუდის ძველ სარდაფებში. ისინი შენობის იმ ნაწილშია განლაგებული, რომელიც არ წარმოადგენს კულტურულ ღირებულებას. ასე რომ, ციხეს არანაირი ზიანი არ ემუქრება.
ლუდსახარში სავარაუდოდ 2009 წლისთვის გაიხსნება. ამ წელს აღინიშნება წერილობით წყაროებში ქალაქ კრშივოკლატის პირველად მოხსენიების 900 წლისთავი.


© „მარანი“

No comments: