ჟურნალმა `გარდიანმა` (The Guardian Magazine) გამოაქვეყნა იმ ადგილების სია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი.პირველ ადგილზე აღმოჩნდა როტშილდის მუზეუმი (საფრანგეთი), სადაც ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ბორდოს არაჩვეულებრივი ღვინოები და მუზეუმის ვენახებიც მოინახულონ.მეორე ადგილი ერგო კალიფორნიის ღვინის სარდაფს - Robert Mondavi (ფოტოზე). აქ ტურისტებს ამერიკული ღვინოების სამსაათიან დეგუსტაციასთან ერთად მოუწევთ ლიქიორების გასინჯვაც.მესამე ადგილზე გავიდა გერმანული ღვინის ცენტრი WEINGUT, რომელიც ვიურცბურგში მდებარეობს. აქ XIX საუკუნის ბავარიულ ღვინოს შემოგთავაზებენ.მეოთხე ადგილი დაიკავა ბონის ღვინის მუზეუმმა (საფრანგეთი). ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად დაესწრონ ღვინის დაყენების პროცესს და დააგემოვნონ XV საუკუნის ბურგუნდიული ღვინოები.მეხუთე ადგილი წილად ხვდა ღვინის რესტორანს - Penfolds Magil (ადელაიდა, ავსტრალია). აქ წარმოგიდგენენ ახალზელანდიურ და ავსტრალიურ ძველ ღვინოებს.
© „მარანი“
No comments:
Post a Comment