Friday, 21 September 2007

ბოჟოლე ნუვო 2007



ახალგაზრდა ღვინის, ბოჟოლე ნუვოს გაყიდვა როგორც წესი ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს, ნოემბრის მესამე ხუთშაბათს იწყება. წელს ბოჟოლეს მოსავალი ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე აიღეს. ცნობილი მეღვინე, ~ბოჟოლეს მეფე~ ჟორჟ დებიოფი (ფოტოზე) აღნიშნავს, რომ, რაც მას ახსოვს, ეს მოსავლის ადრე აღების მეხუთე შემთხვევაა. მსგავსი შემთხვევები იყო 1947, 1976, 2000 და 2003 წლებში. მიუხედავად ადრეული მოსავლისა, ბოჟოლეს გაყიდვის თარიღი არ შეიცვლება. ამრიგად, 2007 წლის ბოჟოლე ნუვო ჩვეულებრივზე მეტად იქნება დავარგებული.
© „მარანი“

No comments: