ოცი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჰოკეის ქვეყანაში თურმე ღვინოსაც ამზადებდნენ. დღესდღეობით კი კანადის ღვინის ინდუსტრია აღმავლობას განიცდის.ცვლილებები კანადის ღვინის წარმოებაში 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, როცა მეღვინეებმა უარი თქვეს კანადაში გავრცელებული ვაზის ჯიშის, labrusca-ს გამოყენებაზე და vinifera-ს სახეობის ჯიშებსა და ფრანგულ ჰიბრიდებს მიანიჭეს უპირატესობა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში კანადის ყველაზე წარმატებულმა ღვინის საწარმომ - Iniskillin-მა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ამჟამად ღვინის ინდუსტრია ქვეყანაში მე-11 ადგილს იკავებს ეკონომიკის სხვა დარგებს შორის და ყოველწლიურად 7,1%-ით იზრდება.
Saturday, 22 September 2007
კანადური ღვინო სახელს იხვეჭს

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment