ევროკავშირის 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე გერმანიის ქალაქ მაინცში ისაუბრეს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებზე მეღვინეობის დარგში.სოფლის მეურნეობის ევროკომისარი მარიან ფიშერ ბოელი აცხადებს, რომ ეს რეფორმები გამიზნულია იმ მეღვინეების დასახმარებლად, რომლებიც, მეღვინეობაში მთელი რიგი სირთულეების გამო, იძულებული ხდებიან, შეამცირონ ვენახების რაოდენობა და მიატოვონ პროფესია.ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელობა ღვინის პროდუქციის ჭარბწარმოების თავიდან ასაცილებლად მევენახეებს სთავაზობს 200 ჰექტარი ვენახის გაჩეხვას.იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა პაოლო დე კასტრომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის რეფორმას (იტალია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ღვინის წარმოებით I ადგილზეა). `ახალი წინადადებები სწორია, მაგრამ საჭიროა წევრმა ქვეყნებმა მისი განხორციელებისას გამოიჩინონ მოქნილობა,` - აცხადებს მინისტრი.რეფორმების აუცილებლობას დაეთანხმა აგრეთვე საბერძნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საბერძნეთის მეღვინეობა ნაკლებად კონკურენტუნარიანია.საფრანგეთისა და ესპანეთის (ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები) მინისტრებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.რეფორმების პროექტში აგრეთვე განიხილებოდა საკითხი ღვინისთვის შაქრის დამატების აკრძალვის შესახებ. წარმოებაში შაქარს იყენებენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, რადგანაც იქ მზის სხივების ნაკლებობაა. ეს წინადადება არ მოიწონეს ევროსაბჭოს უმეტესმა ქვეყნებმა.
Wednesday, 19 September 2007
ჭარბწარმოება მეღვინეობაში

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment