რეზო გეთიაშვილი
ძველი ელინები ღვინის დოზებს ასე აყალიბებდნენ: პირველი ჭიქა ჯანმრთელობაა, მეორე - კმაყოფილება, მესამე - ტკბილი ძილი... მეოთხე - თავხედობა, მეხუთე - ალიაქოთი, მეექვსე - ტაკიმასხრობა, მეშვიდე - სიბრმავე და მერვე - დანაშაული.ღვინის თვისებები საქართველოშიც კარგად იცოდნენ და ეს `ღვთიური სასმელი` თრობის საშუალებად იშვიათად მოიაზრებოდა.ქართველი კაცი ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდა და სხვა მრავალი დანიშნულების გარდა სისხლნაკლულობის, სისუსტის და უმადობის წამლადაც იყენებდა. ყანაში წასული გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე თუ სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდნენ. დიდმარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე. წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ. ძველ ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც. შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა. ბავშვის გასაბანი წყლის წითელი ღვინით შეფერვის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტს, ძველ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ.ენოთერაპიას, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი უკავია ქართულ სამედიცინო შინაარსის ხელნაწერებში, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნ-კარაბადინში. საინტერესო ცნობებია მე-13 საუკუნის სამედიცინო კრებულში `წიგნი სააქიმო`, სადაც ხშირად გვხვდება ფრაზები: `ღვინით შეიზილოს`, `ღვინოი წყალსა გაურიოს`, `ორთქლი ღვინისაი`, `პურსა ღვინითა დამბალსა სჭამდეს`.ღვინით მკურნალობა სახარებაშიცაა აღწერილი. მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ნათქვამია, რომ ყაჩაღების მიერ გაძარცვულ და დაჭრილ მგზავრს ჭრილობები ზეთისა და ღვინის დასხმით მოუშუშდა. ალბათ, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ამ იგავსა და დიდმარხვის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას შორის, რომლის დროსაც სულიერი და ხორციელი განკურნებისათვის მრევლს სწორედ ზეთსა და ღვინოს სცხებენ.საინტერესოა აგრეთვე ძველი აღთქმის ერთი შეგონება: `ღვინო სარგებელ არს ცხოვრებისა კაცთაისა. რაი არს ცხოვრება გარეშე ღვინისა? ღვინო შექმნილ არს საშუებლად კაცთა. ღვინო კმა საყოფელად შესმული ჟამსა შინა არს სიხარული გულისა და შუებაი სულისა. სმა მრავლისა ღვინისა ლალვათა და წყევათა შინა არს სიმწარე სულისა...` (სიბრძნე ზირაქისა).მეღვინეობის ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, რამდენიმე ტიპის ღვინო სამკურნალო საშუალებად კანონითაა დაშვებული და შეტანილია ფრანგულ ფარმაკოპეაში. საფრანგეთის კონსტიტუციით, სისხლში 0,50 მ/ლ-ზე მეტი ალკოჰოლის რაოდენობის შემთხვევაში, ავტომანქანის მართვაც კი დაშვებულია.შესაბამისად, ღვინის მადლსაც მხოლოდ მისი ზომიერი მიღების შემთხვევაში აქვს ძალა, ხოლო ზედმეტი დოზის მიღება ისეთივე მომწამვლელია, როგორც ნებიმიერი სხვა სამკურნალო საშუალების. ღვინის რისკ-ფაქტორები - ცეროზი, ჰიპერტონია და სხვა
ღვინის ზედმეტი მოხმარება იწვევს თრობას. ხშირი მოხმარება შლის უჯრედებს, ასუსტებს კუნთებს და მატებს წონას. შემდეგ დალევა მოთხოვნილებაში გადადის. ღვინის ხშირი მოხმარების გამო ორგანიზმში გროვდება ცხიმები, ხოლესტერინი და ცხიმოვანი მჟავები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცეროზი. ასევე შეიძლება მოხდეს სხვა ორგანოების მოწამვლაც.მთვრალი ადამიანი მოწყვეტილია რეალობას და იგი ხასიათის მოშლილობას, ფიზიკურ სისუსტეს და მოუსვენრობას ამჟღავნებს.დღეში 4 და მეტი ჭიქა ღვინის მოხმარება იწვევს არტერიული წნევის პრობლემებს, ჰიპერტონიას, ცერებრალურ სისხლძარღვთა პრობლემებს, პოლინევრიტს, მეხსიერების დაკარგვას, ტაქიკარდიას... იზრდება სამუშაო ტრამვებისა და ავტოკატასროფების რისკი.ღვინის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები წარმოქმნის ბიოგენურ ამინებს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გოგირდის დიოქსიდი იწვევს თავის ტკივილს და მუცლის წვას. ჰისტიდს შეუძლია გამოიწვიოს ჭინჭრის ციება და ასთმა.ღვინის მიღება არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის. ამ შემთხვევაში, არანაირი ტრადიციების ნდობა არ შეიძლება, რადგან სერიოზული რისკ-ფაქტორები არსებობს.დაუშვებელია ღვინის მიღება წამლებთან, განსაკუთრებით, დამაწყნარებლებთან ერთად.
სასარგებლო რჩევები
ღვინის უარყოფითი გავლენა ძირითადად ეთანოლს ანუ ალკოჰოლს უკავშირდება. ბიოლოგიური მიზეზების გამო ალკოჰოლის გადამუშავებას ყველა ორგანიზმი ერთნაირად ვერ ახერხებს. ეს ორგანიზმში წყლის სხვადასხვა პროპორციებზე, წონაზე, გენეტიკაზე და ინდივიდის ფიზიკურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ნიშანდობლივია, რომ ღვინის ერთი და იგივე რაოდენობის მიღებისას, სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. ეთანოლის რაოდენობა სისხლში დალევისთანავე სწრაფად იზრდება და მაქსიმუმს სხვადასხვა პერიოდში აღწევს, იმისდა მიხედვით, თუ როგორია დალეული ღვინის რაოდენობა, თავად ინდივიდი და მისი მდგომარეობა იმ დროს, როდესაც ღვინოს სვამდა.ღვინის უზმოზე დალევისას პიკი დალევიდან 15 წუთში ვლინდება, ხოლო ჭამის დროს - ერთ საათზე გვიან და თან იგი ნაკლებად მოქმედებს. ამიტომ, უმჯობესია, ჭამის გარეშე ღვინის მიღებას თავი ავარიდოთ. ეთანოლის სისხლში გადასვლის შესაჩერებლად კარგი საშუალებაა ერთი ჭიქა წყლის მიღება ღვინის დალევამდე.ალკოჰოლის თითქმის 95 %-ს ღვიძლი შთანთქავს და მაშინვე ჟანგავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებად. 70 კილოგრამიანი ინდივიდი საათში 7 გრამ ეთანოლს გადაამუშავებს. მეტი რაოდენობის ალკოჰოლის მიწოდებისას კი ენზიმური სისტემა გადატვირთულია და ორგანიზმი იძულებულია გამონახოს სხვა სასწრაფო გზა, რომელიც საბოლოოდ პათოლოგიით მთავრდება.
როგორ გამოვითვალოთ ალკოჰოლის რაოდენობა ჩვენს სისხლში
შესაძლებელია გამოითვალოს მომხმარებლის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობაც. ამისათვის საგანგებო ფორმულა არსებობს.ალკოჰოლის რაოდენობა უდრის ალკოჰოლის სუფთა წონა გრამებში შეფარდებული მომხმარებლის წონასთან კილოგრამებში და გამრავლებული `იქს-კოეფიციენტზე` (`იქს-კოეფიციენტი` ქალებში 0.6, მამაკაცებში კი 0.7 უდრის. თუმცა, კოეფიციენტი შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ფიზიკური მონაცემების მიხედვით).10 გრადუსიან ღვინოში 10% ალკოჰოლია. 100 მილიგრამი ათგრადუსიანი ღვინო 9 გრამ სუფთა ეთანოლს შეიცავს, თორმეტგადუსიანი კი - 9,6 გრამს.60 კილოგრამიანი ქალი ორგანიზმისთვის დასაშვებ ზღვარს მიაღწევს 0,187 ლიტრი 12-გრადუსიანი ღვინის მიღებისას, რაც დაახლოვებით 2 ჭიქაა. 80 კილოგრამიანი მამაკაცი კი 0,291 ლიტრის დალევისას, რაც დაახლოვებით 3 ჭიქას უდრის.საჭიროა დრო, რომ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა გაქრეს. მისი შემცირების სიჩქარე მამაკაცებში საშუალოდ საათში 1,5-ია, ქალებში - კიდევ უფრო ნაკლები. სულ ცოტა შვიდი საათია საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა სულ რაღაც 10 გრამით შემცირდეს. ანუ, თუ თქვენ 1 ლიტრი ღვინო დალიეთ, ალკოჰოლისგან სრულ განთავისუფლებას ორგანიზმი დაახლოვებით სამი დღე-ღამეს მოანდომებს.ღვინის ხშირი და უზომო სმა საზიანოა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვისაც. თუმცა, ერთიდან სამ ჭიქამდე (100-300) გრამი ღვინის სადილის დროს მიღება ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანებისთვის სავსებით საკმარისია, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ღვინის სასარგებლო თვისებები. ამგვარი მოხმარება ორგანიზმზე ყოველმხრივ დადებითად მოქმედებს.

No comments:
Post a Comment